მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Chronograph-ში შვეიცარიული ბრენდი Hublot-ს ოფიციალური საღამო გაიმართა

HUBLOT X CHRONOGRAPH
23.04.26 18:28
478

"ქრონოგრაფის" ბუტიკში Hublot-ს პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი, ქრონოგრაფის დამფუძნებელი, აღმასრულებელი დირექტორი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. Hublot მსოფლიოს წამყვანი შვეიცარიული საათების ბრენდია, რომელიც Chronograph-ის ბრენდის პორტფელს სულ ცოტა ხნის წინ შემოუერთდა.

ეს სიახლე Chronograph-ისთვის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელმაც კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მისი მიდგომა - მუდმივი განვითარება და მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული არჩევანი.

ამასთან, მსგავსი მასშტაბის საერთაშორისო ბრენდის შემოსვლა დადებითად აისახება ქვეყნის ლუქს სეგმენტის განვითარებაზე, რასაც საქართველოს ეკონომიკურ ზრდაში დიდი წვლილი შეაქვს.

Hublot-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთ პარტნიორთან თანამშრომლობა, როგორიც Chronograph-ია - კომპანია, რომელმაც უკვე დეკადაზე მეტია დაიმკვიდრა ძლიერი პოზიცია ქართულ ბაზარზე და დიდი წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიო დონის ლუქს ბრენდებთან.

ღონისძიების ფარგლებში, Hublot-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტუმრებს პირადად წარუდგინა ბრენდის ხუთი ექსკლუზიური მოდელი. აღნიშნული საათები Chronograph-მა სპეციალურად ამ საღამოსთვის ჩამოიტანა.

Chronograph-ისთვის 2026 წელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი ეტაპია. კომპანია აქტიურად მუშაობს მასშტაბურ სიახლეებზე და უახლოეს პერიოდში ბრენდის პორტფელს არაერთი საერთაშორისო მასშტაბის, გამორჩეული სახელი შემოუერთდება.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები