მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭუბერის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა

5b3f096108077
BM.GE
06.07.18 10:16
677
მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭუბერის ნაწილს ელექტრო ენერგიის მიწოდება აღუდგა. აღდგენით სამუშაოებზე სტიქიის ზონაში „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ბრიგადები მუშაობენ.

უხვი ნალექის შედეგად, სოფელ ჭუბერში მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია. მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლის გამო დაიტბორა მიმდებარე ტერიტორია, რამაც ათეულობით თემი გარესამყაროს მოწყვიტა, უხვმა ნალექმა ჩამორეცხა სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები. ღვარცოფის სალიკვიდაციოდ მოხდა დამატებითი სამაშველო ჯგუფებისა და ტექნიკის მობილიზება უახლოესი ლოკაციებიდან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები