პრემიერის მამუკა ბახტაძის განცხადებით, ჭუბერში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა უმოკლეს დროში მოხდება, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.
„დიდი მადლობა ყველას ვინც ჩართული იყო სტიქიით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციაში. ამ ყველაფერმა დაგვანახა, რომ საჭიროა ადრეული შეტყობინების სისტემის დანერგვა. ყველა დაზარალებულს აუნაზრაურდება ზარალი. მაქსიმალურად მოკლე დროში აღვადგენთ დაზიანებულ ინფრასტრუქტურას“, - განაცხადა ბახტაძემ.

























