მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჭუბერში სტიქიით დაზარალებული ოჯახების უმრავლესობამ კომპენსაცია მიიღო

5c3e040b71932
დათო ჯალაღონია
16.01.19 10:20
1231
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილის ნინო ვიბლიანის ინფორმაციით, გასულ წელს ჭუბერში სტიქიით დაზარალებული 17 ოჯახიდან, 14-მა კომპენსაცია მიიღო.

როგორც ნინო ვიბლიანმა BM.GE-ის განუცხადა, დარჩენილ სამ ოჯახს ზარალი 20 იანვრამდე აუნაზღაურდება.

„მათ პრობლმური რეგისტრაციები ჰქონდათ, რის მოგვარებასაც დრო დასჭირდა. მომდევნო სამი-ოთხი დღის განმავლობაში კომპენსაციას ისინიც მიიღებენ“, - აღნიშნა მან.
მისივე ინფორმაციით, საკომპენსაციოდ 500 ათასი ლარი საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ გამოყო, 539 ათასი ლარი კი - მესტიის მუნიციპალიტეტმა.

შეგახსენებთ, რომ ჭუბერში სტიქია 2018 წლის 5 ივლისს მოხდა. ადიდებულმა მდინარე ნენსკრამ საცხოვრებელ სახლებთან ერთად, გზები და ხიდები წაიღო, რომელთა აღდგენა ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები