მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჭუბერში ტყის უსისტემო ჭრამ ამ ყველაფერს ხელი შეუწყო"

5b3f40a81adaa
ანუკა ჯოხაძე
06.07.18 14:09
671
საქართველოს მთავრობა მომავალი წლიდან სწრაფი შეტყობინების სისტემის შემოღებას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჭუბერში მომხმდარი სტიქიის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ეს სისტემა მათ სტიქიური უბედურების დროული პრევენციის საშუალებას მისცემს. ამასთან, როგორც ბახტაძე ამბობს, ჭარბ ნალექთან ერთად ჭუბერის სტიქია ტყის სისტემატიურმა გაჩეხვებმაც გამოიწვია.

“ამ შემთხვევამ დაგვანახა ის რომ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ყველგან გვქონდეს სწრაფი შეტყობინების სისტემები. სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ ორგან გვაქვს ეს სისტემა. მომავალი წლიდან ვიწყებთ ძალიან მასშტაბურ ღონისძიებას, რომ ყველგან გვქონდეს აღნიშნული სისტემები დამონტაჟებული, რომელიც საშუალებას მოგვცემს რომ პრევენციაზე უფრო ეფექტურად იმუშაოს მთავრობამ, მაგრამ აქვე ისიც მინდა აღვნიშნო, რომ ჭარბმა ნალექმა გამოიწვია ეს ყველაფერი, მაგრამ ასევე ტყის უსისტემო ჭრამ ამ ყველაფერს ხელი შეუწყო და ვინც ამით იყო დაკავებული იმ ხალხს აუცილებლად მივხედავ.”-აცხადებს მამუკა ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები