გუნდები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ სხვადასხვა სპორტულ და შემეცნებით დავალებებში, თითო დავალებაში გამარჯვებული იღებდა ერთ ქალაქს. შეჯიბრის ბოლოს კი, ყველაზე მეტი ქალაქის მფლობელი 24-ე საჯარო სკოლა გახდა და გამარჯვება მოიპოვა. ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი, ზურაბ ჩიკვილაძე დაესწრო. „ბავშვებს მივულოცეთ სასწავლო წლის დაწყება. ძალიან საინტერესო, სახალისო და შემეცნებითი ღონისძიება შედგა ლისის ტბაზე. ჩუღურეთის რაიონის გამგეობა მომავალშიც გეგმავს მოსწავლეებისთვის მსგავსი სახის პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ზურაბ ჩიკვილაძემ.
NS



























