მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩუღურეთის რაიონში 21 მისამართზე უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო

5d60fc9e347f6
BM.GE
24.08.19 13:00
786
ჩუღურეთის რაიონში, 21 მისამართზე, მოსახლეობის თხოვნით, უსაფრთხოების მოაჯირები მოეწყო.

ამ ეტაპზე, მსგავსი სამუშაოები ლალიონისა და სოლომონ ქურდიანის ქუჩებზე მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში დასრულდება.



მიმდინარე პროექტს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. სამუშაოები, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორმა კომპანიამ განახორციელა, რისთვისაც ბიუჯეტიდან 42 000 ლარი გამოიყო.

წლის ბოლომდე, მსგავსი სამუშაოები კიდევ 10 მისამართზე ჩატარდება.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები