მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩუღურეთის რაიონში საცხოვრებელი სახლის ჩამოშლილი კედლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

5d035f07de9da
BM.GE
14.06.19 12:46
612
ჩუღურეთის რაიონში, საცხოვრებელი სახლის ჩამოშლილი კედლის აღდგენა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

აღმაშენებლის #73-ში, სადაც რვა ოჯახი ცხოვრობს, მზიდი კედელი ჩამოიშალა. რადგანაც ეს ადგილობრივი მოსახლეობას საფრთხეს უქმნიდა, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის გადაწყვეტილებით, სამუშაოები ფორსმაჟორულად დაიწყო და მზიდი კედელი გამაგრდა.

ბოლო ეტაპის სამუშაოებს ჩუღურეთის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

სამუშაოებს ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, კონტრაქტორი კომპანია ასრულებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები