მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩუღურეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

5cf4d606c40a6
BM.GE
03.06.19 12:09
871
ჩუღურეთში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

რაიონში არსებული 13 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა ღია ცის ქვეშ მუსიკალური ნომრები შეასრულეს.

ღონისძიებას ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე, ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში გიორგი ვოლსკი და საკრებულოში მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე დაესწრნენ; მათ პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს.

კონცერტის პარალელურად, სტუმრების განწყობის ამაღლებაზე, ზღაპრის გმირებმა იზრუნეს. ასევე, გაიმართა საპნის ბუშტების შოუ და სხვადასხვა გასართობი თამაშობა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს სახის მომხატველებმა. სტუმრებს საჩუქრად დაურიგდათ ბამბის ნაყინი და ბრენდირებული ბუშტები.

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები