ქართული ჩურჩხელის მწარმოებელმა კომპანია "ბადაგმა" 2024 წლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, კომპანიის შემოსავალი 1.3 მილიონით, 10.3 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
ანგარიშის თანახმად, კომპანიის მთავარ ხარჯს თვითღირებულება წარმოადგენდა, საიდანაც 1.5 მილიონი ლარი წარმოების სახელფასო ხარჯები იყო, 3.6 მილიონი ლარი წარმოებული პროდუქციის მასალები, 210,000 ლარი კი შესაფუთი მასალების ხარჯები იყო.
ფინანსური ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს „ბადაგის“ წმინდა მოგებამ 762 ათასი ლარი შეადგინა, ხოლო საოპერაციო მოგება 739 ათას ლარს გაუტოლდა. კომპანიის მთლიანი აქტივები წლის ბოლოსთვის 4.1 მლნ ლარს აღემატებოდა, კაპიტალი კი – 3.5 მლნ ლარს.
"ბადაგი" 2011 წელს არის დაფუძნებული და ის თბილისში ხუთი, ბათუმში კი ერთი სარეალიზაციო პუნქტით არის წარმოდგენილი.




























