კომპანია ,,მოპედ დეპოს“ დამფუძნებელი გიორგი არველაძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანი ინოვაციური ტიპის ბიზნესების განვითარებაა. მისი თქმით, ბუნებაში არსებობს ორი სახის ბიზნესი, - როდესაც მეწარმე რომელიც ბაზარზე უკვე არსებული ბიზნესით კავდება და მომხმარებელს სტანდარტულ პროდუქტსა და მომსახურებას აწვდის და არის ინოვაციური ბიზნესი, რომელიც ბაზარზე ნოვაციას ამკვიდრებს.
"ჩემი სუბიექტური აზრით, ბევრად მნიშვნელოვანია ქვეყნის წინა პლანზე წამოწევისთვის ნოვატორული მეწარმეობის განვითარება. მაგალითისთვის, ყველას ძალიან გვიხარია და მოგვწონს ჩურჩხელის წარმოება და ექსპორტი, მაგრამ ესტონეთი Skype შექმნამ მსოფლიოში ბევრად წინა პლანზე წამოსწია“-აღნიშნა არველაძემ Business lunch-ში სტუმრობისას.
გიორგი არველაძე ლიბერთი ბანკის ყოფილი გენერალური დირექტორი და ,,საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ დირექტორის ყოფილი მოადგილეა. ამჟამად ის კომპანია ,,მოპედ დეპოს“ დამფუძნებელია.

























