მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჭუთხარო, აბული… - რომელი კურორტების შესწავლაზე დაიხარჯა ₾2.3 მილიონი?

6464d965d5084
შოთა ტყეშელაშვილი
18.05.23 00:00
1892
2022 წელს საქართველოს მთავრობამ ახალი სსიპ-ი “კურორტების განვითარების სააგენტო” დააფუძნა, რომელსაც ქვეყანაში არსებული სხვადასხვა საკურორტო ზონის შესწავლა დაევალა. უწყებამ დღეს პარლამენტარებსა და რეგიონების გუბერნატორებს კურორტების შესწავლის პირველი ფაზის შედეგები წარუდგინა.

სააგენტოს დაკვეთით კვლევები EY-იმ; BDO-მ; კოლიერსმა და ვერიტას ბრაუნმა მოამზადეს, ამ კვლევების ღირებულება საერთო ჯამში 2.3 მილიონი ლარია. სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაში არის მითითებული კონკრეტული ტურისტული ზონების ჩამონათვალი, რომლის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გეგმაც მათ შეიმუშავეს.

კონკრეტული ზონების ჩამონათვალი და კონტრაქტები ასე ნაწილდება:

BDO - 280,000 ლარი:

1. ერისთავის სასახლე გორაბერეჟოულში, გურია, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი
2. ციციშვილების ციხე-დარბაზი, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტი
3. დრისის ჯავახაანთ ციხე, შიდა ქართლი, კასპის მუნიციპალიტეტი
4. აწყურის ციხე-სიმაგრე, სამცხე-ჯავახეთი, ახალციხის მუნიციპალიტეტი
5. არმაზის ციხე, მცხეთა მთიანეთი, მცხეთის მუნიციპალიტეტი

EY - 219,000 ლარი:

აბული-ფარავანი (ნინოწმინდის და ახალქალაქის მუნიციპალიტეტები)

EY - 277,000 ლარი:

1.მყინვარწვერი და მიმდებარე ტერიტორია (თრუსოს ხეობა, ხდეს ხეობა, ჯუთა)
2.ზესხოს ხეობა (ზესხოს ბანაკის მიმდებარე ტერიტორია)
3.ნოწარა (ონის მუნიციპალიტეტი)

ვერიტას ბრაუნ - 279,500 ლარი:

1. თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი, ჩერეპანოვსკოეს ტბა (ნადარბაზევი)
2. ადიგენის მუნიციპალიტეტი, თრიალას ტბები
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, მთისპირის ტბა (იდუმალი ტბა)
4. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, ლაკბეს წყალსაცავი

კოლიერს ჯორჯია - 379,960 ლარი:

თეთრიწყაროსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში მდებარე ისტორიული ადგილების განვითარების ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევის მომსახურების შესყიდვა

კოლიერს ჯორჯია - 114,800 ლარი;

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ნასაკირალი (უძრავი ქონების ს/კ 26.10.11.224);
2. ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ფოლადაურის ხეობა (ყოფილი ბანაკი), (უძრავი ქონების ს/კ 80.07.68.033/908);
3. თიანეთის მუნიციპალიტეტი, დაბა თიანეთი (ყოფილი სკოლა ინტერნატი), (უძრავი ქონების ს/კ 73.05.37.083);
4. აბაშის მუნიციპალიტეტი, წყემის ტყე-პარკი (უძრავი ქონების ს/კ 40.16.31.117/157);
5. საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლიჩი (ყოფილი ლიჩის ბანაკი), (უძრავი ქონების ს/კ 35.13.41.030/031/032);
6. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, სოფელი არხილოსკალო (უძრავი ქონების ს/კ 52.11.36.140/195);
7. ახალქალაქის მინიციპალიტეტი, სოფელი აფნია (უძრავი ქონების ს/კ 63.20.32.168/065 მიმდებარედ).

კოლიერს ჯორჯია - 124,900 ლარი;

პილიგრიმული ბილიკი წმ. ნინოს გზა (ფოკა-ბოდბე) - ტექნიკურ - ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევა

კოლიერს ჯორჯია - 344,700 ლარი;

1.ყვარლის მუნიციპალიტეტი, სოფელი საბუე (ფიქალები) (უძრავი ქონების ს/კ: 57.35.51.000.001);
2.თელავის მუნიციპალიტეტი, სოფელი თეთრი წყლები (უძრავი ქონების ს/კ: 53.13.31.670);
3.ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ფარცხმა (უძრავი ქონების ს/კ: 28.03.21.076/096/141);
4.საჩხერის მუნიციპალიტეტი, სოფელი კვერეთი (უძრავი ქონების ს/კ: 35.14.41.082);
5.ვანის მუნიციპალიტეტი, სოფელი ამაღლება (უძრავი ქონების ს/კ: 31.13.21.281);
6.ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფელი ურაველი, (უძრავი ქონების ს/კ: 62.18.51.320)

EY - 311,500 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმის რეგიონი, ამბროლაურის და ლენტეხის მუნიციპალიტეტი, ჭუთხარო
სამთო-სათხილამურო კურორტ ჭუთხაროს სივრცით-ეკონომიკური და ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილობის კვლევისა და სიცოცხლისუნარიანობის შეფასება (განვითარების კონცეფცია)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები