მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსეთთან ნავთობისა და გაზის მიმართულებით თანამშრომლობაზე"

5b7fa9b7d8f38
BM.GE
24.08.18 10:45
981
„გერმანიას სურს კარგი ურთიერთობა ჰქონდეს, არამხოლოდ საქართველოსთან და აზერბაიჯანთან, არამედ რუსეთთანაც“, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა თბილისში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა. სტუდენტის კითხვა დასავლეთის ენერგოპოლიტიკას და ამ კუთხით რუსეთთან ურთიერთობას ეხებოდა, რომელზე პასუხადაც მერკელმა განაცხადა:

"რუსეთი ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს. იყო შთაბეჭდილება, რომ ცივი ომი ჯერ არ დასრულებულა და რომ ჯერ ისევ ერთმანეთის მტრები ვართ. არც ევროკავშირი და არც ნატო რუსეთის მტერი არაა და ეს რუსეთმა ეს უნდა გაიგოს. რუსეთი ურთულებს სიტუაციას ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს. ამ ქვეყნების ნაწილს აქვთ ტერიტორიული კონფლიქტები.

ცივი ომის დროსაც ენერგო მიმართულებით მჭიდრო კავშირები არსებობდა. ჩვენ არ შეგვიძლია უარი ვთქვათ რუსეთთან თანამშრომლობაზე ნავთობისა და გაზის მიმართულებით. აზერბაიჯანიდანაც შეგვიძლია გაზის მიღება, მაგრამ სიმართლე ისაა, რომ ამ გაზის მიღება არ შეიძლება იმ ფასად, რა ფასადაც რუსეთიდან. არ ვარ წინააღმდეგი, რომ სავაჭრო ურთიერთობები გვქონდეს რუსეთთან“, - განაცხადა მერკელმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები