მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ არ ვართ სადამსჯელო ინსტიტუცია"

5b35e3d6d3547
მეგი კავთუაშვილი
29.06.18 12:00
684
წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, გასულ წლებთან შედარებით, 25%-ით გაზრდილი აუდიტორული გეგმა აქვს. თუ უწყება გასულ წლებში 70-80 აუდიტს ატარებდა, წელს დაგეგმილია 100 აუდიტის ჩატარება. გენერალური აუდიტორის განცხადებით, წელს ბიუჯეტის დაფარვის მაჩვენებელი 5 %-ით მოიმატებს, ხარჯვითი ნაწილის დაფარვა 9,5 მილიარდი ლარიდან 11,1 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.

"მთავარი გამჭოლი ხაზია, რომ აუდიტის სამხაური მომდევნო წლებში მოვიყვანოთ სრულ შესაბამისობაში საერთაშორიოს სტანდარტებთან. გავაძლიეროთ ინსტიტუციონარულად, დავნერგოთ ისეთი პროცედურები და პოლიტიკა რომ სამსახურმა იმუშაოს გამართულად. არ იყოს მიბმული კონკრეტულ პიროვნებებზე, შექმნას რეალური ღირებულება საზოგადოებისთვის და მოიტანოს სარგებელი.

ჩვენი საქმიანობა პრევენციაზეა ორიენტირებული და ჩვენ არ ვართ სადამსჯელო ინსტიტუცია, თუმცა თუ აუდიტის პროცესში ჩვენ ვნახავთ რომ საქმე გვაქვს დანაშაულის ნიშნებთან, ბუნებრივია, მყისიერი რეაგირება მოყვება ამას. წინა წლის შედეგებით, გადაგზავნილი არის 11 ასეთი საქმე, ხოლო მიმდინარე წლის 6 თვეში გვაქვს 26 საქმე სამართალდამცავ სტრუქტურებში", - განაცხადა გენერალურმა აუდიტორმა ირაკლი მექვაბიშვილმა დღეს „საქმიანი დილის“ ეთერში.

აუდიტის გადაგზავნილი მასალებიდან სამართალდამცველებს ჯერ არცერთი საქმის მოკვლევა არ დაუსრულებიათ. ირაკლი მექვაბიშვილის განცხადებით, რამდენიმე მათგანი დასრულების ეტაპზეა. გენერალურ აუდიტორს იმედი აქვს, რომ ეს საქმეები წლის ბოლომდე დასრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები