მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ არ ვმონაწილეობთ არცერთ კერძო პროექტში და ბუნებრივია, არც ხეების გადატანაში"

5b5f07323632f
BM.GE
30.07.18 16:38
613
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა. ირაკლი ქარსელაძემ უარყო გავრცელებული ინფორმაცია დენდროლოგიურ პარკში ხეების გადატანისთვის საბიუჯეტო თანხების გამოყოფისა და დახარჯვის შესახებ. მან ტელეკომპანია თემის ცალმხრივად გაშუქებაში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ დეპარტამენტის პოზიცია სიუჟეტში არ გაჟღერებულა.

„სიცრუა, რომ 1 ლარი მაინც არის დახარჯული სახელმწიფო ბიუჯეტიდან რომელიმე იმ გზის მოსაწყობად, რომელიც განკუთვნილი იყო ხეების გადასატანად და თითქოს რაიმე შეღავათს ვუწესებთ ბიძინა ივანიშვილს. საავტომობილო გზების დეპარტამენტი კანონის ფარგლებში მოქმედებს და მხოლოდ ტენდერით გამოვლენილ კომპანიებთან თანამშრომლობს. ჩვენ არ ვმონაწილეობთ არცერთ კერძო პროექტში, ბუნებრივია, არც ხეების გადატანაში და არც ამ პროცესის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში. რაც შეეხება ხეების გადატანისას მძიმე ტექნიკით დახმარებას, არც სამინისტროს და არც დეპარტამენტის ბალანსზე არ არსებობს ამ სახის ტექნიკა, პროექტები კერძო კომპანიების რესურსით ხორციელდება და ბუნებრივია, მათი სხვა დანიშნულებით გამოყენება გამორიცხულია“ - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები