მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ, ბიზნესმენები კარგ შეხვედრას ვეძახით იმ შეხვედრას, რომელსაც შედეგი მოაქვს"

5cd2ed104c90a
ელენე გოგბერაშვილი
08.05.19 18:48
803
საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, პრემიერ-მინისტრთან და მთვრობის სხვა წევრებთან კერძო სექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ის საკითხები დაასახელა, რაზეც დახურულ კარს მიღმა იყო საუბარი.

„დავსვით კონკრეტული შეკითხვები, მივიღეთ პასუხები. ის თემები, რომელიც გადასაწყვეტია, ამაზეც მივიღეთ დაპირებები და დარწმუნებული ვარ, ნაბიჯ-ნაბიჯ ყველა ეს პრობლემა გადაწყდება.

იყო საგადასახადო თემები. განათლებას დავუთმეთ ძალიან დიდი დრო. თქვენ იცით, რომ ასიგნებები განათლებაში ძალიან იქნება გაზრდილი, რამდენიმე წელიწადში ეს იქნება ჩვენი ბიუჯეტის 25%.

ბუნებრივია, ეს ახალ შესაძლებლობას უჩენს ბიზნესს, რომ ბიზნესმაც მიიღოს ამაში მონაწილეობა. ჩვენ კი ვიძახით, რომ კადრების ნაკლებობაა, მაგრამ მეორე მხრივ პროფესიული კადრების სერიოზული დეფიციტია ამ ქვეყანაში და ეს არის ყველაზე პრაგმატული და სწორი გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება მეტი თანხა განათლების სექტორში ჩაიდოს“, - აცხადებს სოსო ფხაკაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები