მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენ დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ ხის სახლი მდგრადი და სანდო არ არის“ – kohi.ge

6159b85e572d8
მარიამ იზორია
04.10.21 00:00
1332
„ჩვენ დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ ხის სახლი მდგრადი და სანდო არ არის“ - ამის შესახებ გადაცემა „ქალების ნარატივში“ kohi.ge-ს გენერალურმა დირექტორმა ისაუბრა.

ოქსანა ლომიძის თქმით, არ არის აუცილებელი სახლი მარტო რკინისა და ბეტონის იყოს, ამასთან, თუ მსოფლიო ტენდენციებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ევროპის ნახევარი ხის სახლებზე მოდის და ეს მეთოდი ამერიკაშიც პოპულარულია.

„ჩვენ დავამსხვრიეთ სტერეოტიპი, რომ ხის სახლი მდგრადი და სანდო არ არის, ევროპის ნახევარი და ამერიკის უდიდესი ნაწილი ხის სახლებითაა გაშენებული, ჩვენს მენტალიტეტში დევს, რომ სახლი აუცილებლად შთამომავლებს უნდა დარჩეს, არადა როდესაც ჩვენს ძველ სოფლის სახლებში მივდივართ, რაღაც ყოველთვის არ მოგვწონს და გადაკეთების სურვილი გვაქვს, ხის სახლის შემთხვევაში კი თუ ჩვენს შვილებს რაიმე არ მოეწონებათ დაშლიან, გადააკეთებენ, სასურველ ადგილას გადაადგილებენ“- ამბობს ოქსანა ლომიძე.

Kohi.ge-ს გენერალური დირექტორი ასევე აღნიშნავს, რომ მოთხოვნა პანდემიის პერიოდში გაიზარდა, რადგან ხალხი მიხვდა, რომ ბუნებასთან უნდა ვიმეგობროთ. ცნობისთვის, კომპანიის გეგმაში პატარა სოფლის აშენებაა, სადაც მთლიანად Kohi.ge-ს ეკოლოგიურად სუფთა სახლები იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები