მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით, ვინც TBC-ის საქმეზე მთავრობასთან დაამყარა კავშირი"

5c750808560c1
BM.GE
26.02.19 13:35
1109
ჩვენ, ასოციაცია ვიცავდით და ვიცავთ ინსტიტუციას, ეს არის "თიბისი ბანკი". ის უნდა ფუნქციონირებდეს და ჩვეულ რეჟიმში უნდა აგრძელებდეს საქმიანობას,- ამის შესახებ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "ვისოლ ჯგუფის" ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ IPN-თან განაცხადა.

მისი თქმით, ყველასთვის ნათელია, რომ „თიბისი ბანკის" სტაბილურობა დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემურ სტაბილურობაზე.

„ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვიყავით საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის ფარგლებში, რომლებმაც დავამყარეთ კავშირი ხელისუფლებასთან ამ თემაზე.

ჩვენ მივიღეთ ძალიან ცალსახა დაპირება "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით, რომ ბანკი იყოს ჩვენი წევრი, როგორც ინსტიტუცია. ბუნებრივია, გვაინტერესებდა მისი როლი. ამაზე მივიღეთ ძალიან ცალსახა დაპირება. ყველას ძალიან კარგად ესმის, ხელისუფლებას ჩვენზე ნაკლებად არ ესმის, რომ ეს არის საკმაოდ მსხვილი სისტემური ბანკი და მისი სტაბილურობა დამოკიდებულია ჩვენი ქვეყნის საფინანსო სისტემურ სტაბილურობაზე. რა შეპირებაც მივიღეთ, ესეც განხორციელდა და მე მგონი "თიბისი ბანკთან" დაკავშირებით ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეულია. ეს ბანკი ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც იყო. ბუნებრივია, ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს ფუნქციონირებას", - განაცხადა ფხაკაძემ.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას, რაც სამეთვალყურეო საბჭოს დატოვებას უკავშირდება, სოსო ფხაკაძის თქმით, კონკრეტული პირების გადაწყვეტილების შეფასება რთულია.

„ჩვენთვის მთავარია ერთი რაღაც, რომ ჩვენ, ასოციაცია ვიცავდით და ვიცავთ ინსტიტუციას. ეს არის "თიბისი ბანკი", ის უნდა ფუნქციონირებდეს და ჩვეულ რეჟიმში უნდა აგრძელებდეს საქმიანობას. ამაზე იყო პირველივე დღეს მზაობა ხელისუფლების მხრიდან", - განაცხადა ფხაკაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე - გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი "ვისოლ ჯგუფზეც"აპირებს თავდასხმას, სოსო ფხაკაძე პასუხობს, რომ ეს არის ჭორი.

„მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო წლებში ასეთი სახის ჭორი რომ არ გვსმენია ნამდვილად კარგის მიმანიშნებელია. ეს არის ჩვეულებრივი ჭორი. ჩვენ ჩვეულებრივ რეჟიმში ვაგრძელებთ განვითარებას და ფუნქციონირებას", - განაცხადა ფხაკაძემ.

წყარო - IPN.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები