უდიდესი ჰაკერული დაჯგუფება ანონიმუსი მსოფლიოში არსებულ აქტუალურ და მნიშვნელოვან თემებს ხშირად ეხმაურება. იქნება ეს ომი, ადამიანის უფლებები თუ პროტესტი. დაწყებული “არაბული გაზაფხულიდან”დასრულებული რუსეთის უკრაინაში შეჭრით. გამოხმაურება ქმედებით გამოიხატება. მაგალითად, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებისას ანონიმუსის “ჰაკტივისტებმა” გათიშეს მთავრობის და კრემლის მიერ კონტროლირებადი მედიების საიტები. არც საქართველოში არსებული მდგომარეობა გამორჩა ანონიმუსს. ჰაკერები რუსულ კანონთან დაკავშირებულ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივად დარბევას გამოეხმაურნენ. მოგვიანებით, კი თავადვე დაადასტურეს, რომ ქართული ოცნების და ტელევიზია პოსტივის საიტების გათიშვაც მათი ძალისხმევით მოხდა. გუშინ, საღამოს ანონიმუსმა პლატფორმა იქსზე დაწერა, რომ ამჯერად - შსს-ს ვებგვერდიც გათიშეს. ვინ არიან ანონიმუსები და რომელია მათი ყველაზე გახმაურებული თავდასხმები?