მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ გვაქვს პატარ-პატარა ბომბები გზაზე, თუმცა, მთლიანობაში მოძრაობის ტრაექტორია სწორია"

5dcd7fcb4543b
სალომე მეცხვარიშვილი
14.11.19 21:43
1507
დიახ, ჩვენ გვაქვს პატარ-პატარა ბომბები გზაზე, თუმცა, მთლიანობაში მოძრაობის ტრაექტორია სწორია,- ასევ აფასებს ამერიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი მაიკლ ქაუგილი საქართველოში არსებულ ბიზნეს და პოლიტიკურ გარემოს.

როგორც ის ამბობს, საქართველოში შეიძლება არ არის საუკეთესო სისტემა, მაგრამ მას სჯერა, რომ არსებობს პოლიტიკური ნება, რომ გაგრძელდეს ცვლილებები და ვიყურებოდეთ დასავლეთისკენ.

“როცა დავინახავთ, რომ ეს ასე აღარაა, გპირდებით დიდ ხმაურს შევქმნით”,- ამბობს ქაუგილი.

რაც შეეხება საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლებას, ის ამბობს, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს, თუმცა, საქართველო უკეთ გამოიყურება, ვიდრე სხვა ქვეყნები.

“გვჭირდება ხალხი, ინვესტორები მთელი მსოფლიოდან, რომლებმაც ყურადღება უნდა მიაქცონ საქართველოს. ქვეყანას კარგი რეიტინგები აქვს ბიზნესის კეთების მიმართულებით, ჩვენც არაერთ პუბლიკაციაში გამოვყოფთ საქართველოს უპირატესობებს. დიახ, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მცირდება, თუმცა, ამასაც აქვს თავისი მიზეზი. მაგალითად, რამდენიმე დიდი პროექტი დასრულდა ქვეყანაში, როგორიცაა BP-ის პროექტი. თუმცა, თუ ზოგადად ეკონომიკურ მაჩვენებლებს შევხედავთ, დავინახავთ, რომ ეკონომიკა საქართველოში კარგ მდგომარეობაშია. შეხედეთ სხვა ქვეყნებს საქართველოს გარშემო. დიახ, არ მოგვწონს გაცვლითი კურსი, არ მოგვწონს რაც ხდება ზოგადად, მაგრამ სხვებთან შედარებით უკეთეს სიტუაციაში ვართ. დიახ, ჩვენ გვაქვს პატარ-პატარა ბომბები გზაზე, თუმცა, მთლიანობაში ტრაექტორია სწორია.

რა გვინდა რომ გავაკეთოთ? გვინდა, ყველამ იცოდეს, რა არის კარგად ქვეყანაში და რა პრობლემებია. მაგრამ მთავარი, რაც გვინდა არის ის, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ ჩვენამდე. დიდი ხანია ვამბობ, რომ საქართველო უკეთესად გამოიყურება ახლოდან. წარმოუდგენელია ეს შეიგრძნო სტატიებით. დიახ, საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ სიტუაციაზეც შეიძლება წაიკითხონ სტატია და ხანდახან ეს შეიძლება არ იყოს საუკეთესო რეკლამა, მაგრამ, როდესაც ეს ადამიანები ჩამოდიან საქართველოში, ისინი გაოცებულები რჩებიან დინამიკით, იმ ენერგიით, რომელიც ამ ქვეყანაშია. ახალგაზრდების შემართებით და ა.შ.”,- აცხადებს ქაუგილი.

კითხვაზე, ვინ უნდა გადადგას ნაბიჯები, რომ საქართველოში ინვესტორები მიიზიდოს, ამერიკის სავაჭრო სამრეწველო პალატის ხელმძღვანელი ამბობს, რომ “ეს ჩვენი, ყველას პასუხისმგებლობაა”.

“სხვათა შორის, ძალიან კარგი გამოსაფხიზლებელი ნიშანი იყო ხელისუფლებისთვის ზაფხულში რუსეთიდან ფრენების აკრძალვა. ყველამ დაიწყო ფიქრი იმაზე, როგორ უნდა მოგვეხდინა ბაზრების დივერსიფიკაცია, როგორ უნდა შემოგვეყვანა რუსი ტურისტები ავიარეისების გარეშე. ეს კიდევ ერთი გაკვეთილი იყო 2006 წლის ემბარგოს შემდეგ, რომ არ შეიძლება ერთ ბაზარზე იყო დამოკიდებული ქვეყანა. ბაზრების დივერსიფიკაცია კი კარგად მოხდა და ვფიქრობ, ეს პროცესი გაგრძელდება კიდეც”,- აცხადებს AmCHam-ის ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები