მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

ჩვენ გვაქვს სწორი კურსი, კურსი უნდა გაასწოროს ევროკავშირმა, - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვას აპირებს თუ არა შეცვალოს კურსი, რადგან უვიზო მიმოსვლის შეჩერება, შესაძლოა საქართველოს ყველა მოქალაქეს შეეხოს.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას, რათა თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს.

„ევროპული ბიუროკრატია საით მიაქანებს ევროკავშირს, ეს მართლა არ ვიცი. ჩვენ ვსაუბრობთ, მათ შორის ეკონომიკაზე, მსოფლიო ეკონომიკაში 30% იყო ევროკავშირის ეკონომიკის წილი 2008 წელს, ახლა ჩამოსულია 17,5%-მდე. 2025 წლის მონაცემები იქნება კიდევ უფრო დაბალი. კურსი აქვს გასასწორებელი ევროპულ ბიუროკრატიას, რათა თავიდან აარიდოს ის პრობლემები, რომლებსაც ის უქმნის სრულიად ხელოვნურად ევროკავშირს. ჩვენ გვაქვს კურსი გასწორებული, ვიცით, რა არის ჩვენი მიზანი. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი არის ევროინტეგრაცია. ჩვენ კურსი გვაქვს გასწორებული, თუმცა ეს კურსი ევროპულმა ბიუროკრატიამ დღემდე ვერ გაასწორა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები