მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ გვჭირდება „მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის - დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი

628b69b6c07c3
BM.GE
23.05.22 15:00
886
დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტი ბორგე ბრენდე უკრაინისთვის „მარშალის გეგმის“ შემოღების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ მან გერმანულ გამოცემა Süddeutsche Zeitung-სთან განაცხადა.

„სამშვიდობო შეთანხმების გარეშეც კი, რომელიც მოცემული მომენტისთის ნაკლებსავარაუდოა, ჩვენ უნდა დავიწყოთ მუშაობა რეკონსტრუქციაზე, სულ მცირე იმ ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინის კონტროლს ექვემდებარება. ჩვენ გვჭირდება „მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის“,- განაცხადა ბრენდემ.

დავოსის ეკონომიკური ფორუმის პრეზიდენტის განმარტებით, საუბარი ეხება ინფრასტრუქტურას, ელექტროენერგიას, სკოლებს, გზებსა და ხიდებს.

როგორც ბრენდემ აღნიშნა, უკრაინისთვის „მარშალის გეგმის" ამოქმედების მოწოდებით დავოსში, ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოვა, რომელიც დღეს იწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები