მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ გვინდა შევისწავლოთ მიღწევები, რაც დასავლეთშია"- ილია II

ილია მეორე

საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურმა გვერდმა გამოაქვეყნა 2024 წლის 25 დეკემბრით დათარიღებული ვიდეო, რომელშიც კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-სთან სინოდის წევრები აღსაყდრების 47 წლისთავის აღსანიშნად არიან შეკრებილები. ვიდეოში საუბრობს თავად ილია II-ც.

18 წუთიან ვიდეოში, არის ამონარიდები პატრიარქის და ასევე მღვდელმთავრების საუბრიდან.

" ახლა, განსაკუთრებით საჭიროა ერთობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ეპარქიები გავხსენით უცხოეთში, ეპისკოპოსები გვყავს იქ: ამერიკაში, ინგლისში, ევროპაში. ეს უნდა გაძლიერდეს, იმიტომ, რომ იქ ქართველები ცხოვრობენ და ქარტველებმა არ უნდა დაივიწყონ ქართული ენა.

ჩვენ, გვინდა შევისწავლოთ ის მიღწევები, რაც დასავლეთშია", - ამბობს პატრიარქი.

ამასთან, ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა ილია მეორეს მიმართა: „ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, რაც ახლა შეიძლება, თანამედროვე ადამიანმა ვერ გაიგოს, რას ნიშნავს, თქვენ ამოეწერეთ თბილისიდან და ჩაეწერეთ სოფელ ფოკაში. ეს იყო ისტორიული მოვლენა. ფაქტობრივად, აქედან დაიწყო ქართული სიტყვის ქადაგება მაშინ, როდესაც, შეიძლება ითქვას, ეს მხარე თითქმის დაკარგული იყო ქართველებისთვის“, რაზეც ილია მეორემ განაცხადა:

„იქ გადაკეტილი იყო, პოსტი იდგა და წავედით მანქანებით, რომ გავსულიყავით. არ გაგვიშვეს. მე ვუთხარი, საქართველოს პატრიარქი ვარ. მე მაქვს უფლება, გავიდე. არ გაქვთო. და მერე გადავწყვიტეთ, რომ სახლი შეგვეძინა. იყო თავმჯდომარე ქართველი კაცი, ის მხარს გვიჭერდა. როდესაც ფორმდებოდა სახლის საბუთი, მთელი სოფელი შეიკრიბა ჩვენს ეზოში. პატრონს ლანძღავდნენ, რატომ ყიდი ქართველებზეო. მე ვგრძნობდი, რომ ეს წინააღმდეგობა იქნებოდა და მე გამოვედი და ვუთხარი ხალხს: რატომ გვკარგავთ? ჩვენ თქვენთვისაც ვიშრომებთ და გავაფორმეთ სახლი. ახლა გვეხვეწებიან იყიდეთ სახლები. და ამოვეწერე თბილისიდან და ჩავეწერე ფოკაში. ასე დაიწყო ჩვენი სვლა“, – აღნიშნა ილია მეორემ.

ილია II-მ ვიდეომასალაში მადლობას უხდის სინოდის წევრებს მილოცვისთვის და ეუბნება, რომ მათთანაა.

https://www.facebook.com/watch/100064771030174/?ref=embed_video

ვიდეოს გამოქვეყნებას წინ უძღოდა საახალწლო მილოცვის ვიდეოს სკანდალი — პატრიარქის მილოცვა წინა წლების მასალით იყო დამონტაჟებული, რაც საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ანდრია ჯაღმაიძემაც აღიარა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები