მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ ანაკლიის პროექტს კომპლექსში"

5b487be3188a6
თამუნა დემეტრაშვილი
13.07.18 14:12
640
"ანაკლიის პროექტი არის განსახილველი პრიორიტეტი, აქ საუბარია კონპლექსურ შესწავლაზე ამ საკითხის და ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ მას კომპლექსში“-ასეთი პასუხი გასცა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში გაერთაინებული კომიტეტების სხდომაზე დასმულ შეკითხვას, არის თუ არა ანაკლიის პორტის პროექტი მისთვის პრიორიტეტი. მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ ეს პროექტი საქართველოში ერთერთი უმსხვილესია და შეუძლებელია ის პრიორიტეტული არ იყოს, თუმცა დასძინა, რომ ამ საკითხს ახალი თვალით უნდა შეხედონ და კვლევები განაახლონ.

"ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა გადავხედოთ. საქმე იმაშია, რომ სიტუაცია ძალიან სწრაფად იცვლება ტვირთბრუნვების თვალსაზრისით. კიდევ ერთხელ უნდა ამოვწიოთ ის კვლევები, რომელიც გაკეთებული იყო. შეიძლება განვაახლოთ ეს კვლევები და კიდევ ერთხელ შევხედოთ ახალი თვალით. როგორ გავხადოთ საქართელო ჰაბად და როგორ გამოვიყენოთ ეს კორიდორი, ჯერჯერობით პასუხი ამ კითხვაზე არ მაქვს, მაგრამ ცოტა ხანში გვექნება"-განაცხადა ქობულიამ.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატის განცხადებით, ანაკლიის პორტის თემა, მთლიანობაში საქართველოს ლოგისტიკური ჰაბის სტრატეგიის ნაწილი უნდა იყოს და არ უნდა განიხილებოდეს ცალკე. "ჩვენთვის, მთავრობისთვის, მნიშვნელოვანია მთლიანად ქვეყნის სარგებელი"-დასძინა ქობულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები