მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები, რომ ინფლაცია შემცირდეს - კობა გვენეტაძე

5e5fc5684dc9b
დავით ჯალაღონია
04.03.20 22:00
918
ეროვნული ბანკი ინფლაციასთან დაკავშირებით პროგნოზს ინარჩუნებს - სებ-ის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე მიიჩნევს, რომ ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს მიმდინარე წლის ბოლოს დაუახლოდება.

"ამ მხრივ არაფერი შეცვლილა, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ მივიღეთ შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ ინფლაცია შემცირდეს. ეს ზომები მოქმედებს და ვფიქრობ, რომ წლის ბოლოსთვის მიზნობრივ ინფლაციას დაუბრუნდება მაჩვენებელი, მასთან ახლოს იქნება, როგორც ამას ჩვენ ვპროგნოზირებდით, რა თქმა უნდა, სხვა თანაბარ პირობებში.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პრესრელიზში, რომელიც გარკვეული პერიოდის წინ გამოქვეყნდა, ასევე არის ის პროგნოზი, რომ წლის ბოლომდე მიზნობრივ ინფლაციას დაუახლოვდება. დაახლოებით, აპრილში გამოქვეყნდება ალბათ სსფ-ის ახალი პროგნოზები და ეს იქაც ასახული უნდა იყოს. ამ მხრივ, არაფერი შეცვლილა", - განაცხადა კობა გვენეტაძემ BM.GE-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები