“ჩვენ მოვყევით დიდ ქარ-ცეცხლში სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, მე არ მინდა შევაწუხო საზოგადოება ჩვენი ისტორიებით”, - ასე უპასუხა „თიბისი ჯგუფის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ bm.ge-ის კითხვას, რომელიც ანაკლიის პორტის პროექტის ინვესტორების განწყობას უკავშირდებოდა.
კერძოდ, bm.ge-ის კითხვას - ისმის თუ არა ინვესტორების მხრიდან კვლავ “კატასტროფული კომენტარები”, ხაზარაძე ასე პასუხობს:
„ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზე, როგორ მოილაპარაკებს სახელმწიფო ჩვენს დამფინანსებელ ბანკებთან. ჩვენ სამშენებლო პროცესი არ გაგვიჩერებია არცერთი წამით. არცერთი დღით და საათით მშენებლობა არ გადადებულა. გადაიდო ფინანსური დახურვის საკითხი, რომელიც 8 პუნქტის შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუმცა ფინანსური დახურვის საკითხი ხელს არ უშლის მშენებლობის ვადის გადაწევას", - განაცხადა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ: მიმდინარე წლის თებერვალში პარლამენტში გამოსვლისას მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ ანაკლიის პორტის პროქტის ინვესტორებისგან კატასტროფული კომენტარები მოდის.

























