ვიზის გაცემით აშშ-ის ვიზის სკრინინგი არ სრულდება,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
"ჩვენ მუდმივად ვაკონტროლებთ ვიზის მფლობელებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისინი იცავენ აშშ-ის კანონებსა და საიმიგრაციო წესებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვაუქმებთ მათ ვიზებს და ვახდენთ დეპორტაციას",- ნათქვამია სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.




























