ტრამპი მინისტრთა საბჭოს დანახარჯების 5%-ით შემცირებას გეგმავს, ამის შესახებ მან FOX Business-თან განაცხადა. მისი თქმით, ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის ზრდას.
„დანახარჯების შემცირების შემთხვევაში აქციების ფასები სწრაფად მოიმატებს. ეს ბაზარზე მოქმედ კომპანიებს ნამდვილად მოეწონებათ“, - განაცხადა ეკონომისტმა ჯონ ლონსკიმ.
დანახარჯების შემცირება ტრამპის „nickel plan“-ის ნაწილია, რომლის დახმარებითაც იგი 2020 წლისთვის მინისტრთა საბჭოს „ფლანგვის“ 5%-ით შემცირებას გეგმავს. კონგრესმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის შემცირება სამხედრო დეპარტამენტს არ შეეხება.
„ჩვენ მთლიანად შევამცირებთ დანახარჯებს. ეს არც ისე რთულია. ძალიან ბევრი ფლანგვაა”, - განახცადა ტრამპმა FOX Business-თან საუბრისას.
ეკონომისტის ჯონ ლონსკის განცხადებით, ტრამპმა ეს გადაწყვეტილება ხელსაყრელ მომენტში მიიღო.
სახელმწიფო ვალმა $21 ტრილიონს გადააჭარბა, ფედერალური ბიუჯეტის დეფიციტი კი $779 მილიარდს გაუტოლდა.
„მიმაჩნია, რომ იღბლიანები ვიქნებით თუ შევძლებთ და მთავრობის ხარჯებს 1%-ამდე მაინც შევამცირებთ. 5%-ზე ლაპარაკიც არ არის, რადგან ეს გადაწყვეტილება პოლიტიკურად არაპოპულარული იქნება მათ შორის, ვისაც რაღაც კავშირი აქვს სამთავრობო ხარჯებთან“, - განაცხადა ეკონომისტმა ლონსკიმ.