მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ თუ რამეს ვკიდებთ ხელს, ვაკეთებთ ყველაფერს ფუნდამენტურად"

57e4da5698cee
BM.GE
24.09.16 10:30
1748
თბილისის მერის დავით ნარმანიას განცხადებით, დედაქალაქის ამჟამინდელი ხელისუფლება მისი წინამორბედისგან განსხვავებით ინფრასტრუქტურულ პროექტებს ფუნდამენტურად ახორციელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა „საქმიან დილაში“ ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე განაცხადა.

„ჩვენ თუ რამეს ვკიდებთ ხელს, ვაკეთებთ ყველაფერს ფუნდამენტურად. ჩვენი წინამორბედები სამუშაობს ძალიან მალე ასრულებდნენ, ზედა ფენას მოხსნიდნენ გზის და ამთავრებდნენ. ერთ ღამეში შეიძლება მოხსნა გზას ფენა და გადააგო“,- აცხადებს ნარმანია.

მისივე თქმით, შედეგად, მიწის ქვეშ არსებული კომუნიკაციები წლების განმავლობაში არ იცვლებოდა და მუდმივად ქმნიდა პრობლემებს. თბილისის მერი აცხადებს, რომ დღეს გზის სამუშაოების დაწყებამდე წყლის კომპანიასთან არის მოლაპარაკებები, შედეგად, გზასთან ერთად, კეთდება სანიაღვრე სისტემა და სხვა მიწისქვეშა კომუნიკაციები.

მერის განცხადებით, ის შორს არის აზრისგან, რომ ეს პრობლემა ყველგან მოგვარდა, თუმცა, პროცესი მიმდინარეობს.

რაც შეეხება ხიდების რეაბილიტაციას, დავით ნარმანიას თქმით, თბილისის მერიამ 5 ხიდის რეკონსტრუქცია განახორციელა, რომელსაც 30-40 წლის განმავლობაში რეაბილიტაცია აღარ დასჭირდება, ესენია: ბარათაშვილის ხიდი, მეტეხის გვირაბთან არსებული ხიდი, გულიასა და მუხადგვერდის გადასასვლელთან, ასევე აბანოთუბანთან არსებული ხიდი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები