მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენ უკვე მოვახდინეთ €1,8 მილიარდის მობილიზება საქართველოსთვის - ოლივერ ვარჰეი

ოლივერ ვარჰეი

„მომდევნო კვირებსა და თვეებში ფოკუსი გაიზრდება ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე“ - ამ სიტყვებით მიმართა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ ელჩების ყოველწლიურ კონფერენციაში მონაწილე დიპლომატებს.

ევროკომისრის თქმით, ევროკავშირმა საქართველოსთვის 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება უკვე მოახდინა.

"მოხარული ვარ მოგმართოთ. თქვენ, იმყოფებით წინასაახალწლო პერიოდში. თავდაპირველად, ნება მომეცით მოგილოცოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ეს არ არის საჩუქარი. ეს არის თქვენი, თქვენი ხალხისა და მთავრობის მიერ არაერთი თვის განმავლობაში გაწეული შრომის შედეგი, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ გავაგრძელებთ ამ საოცარ გზაზე თქვენს დახმარებას და ხელშეწყობას. ამ დროისთვის ევროკავშირი უკვე საქართველოს უმსხვილესი დონორია. ჩვენ, ჩვენი პროგრამებით ყოველწლიურად 100 მლნ ევრომდე გამოვყოფთ, რათა საქართველო ევროკავშირს მეტად დაუახლოვდეს.

მომდევნო კვირებსა და თვეებში ფოკუსი ევროკავშირის კანონმდებლობასთან ქვეყნის შესაბამისობაზე გაიზრდება. უფრო მეტიც, ჩვენ გვსურს დავაჩქაროთ ეკონომიკური პროგრამები და საფლაგმანო გადაწყვეტილებების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენს გვსურს დავაჩქაროთ ეკონომიკური და საინვესტიციო გეგმისა და საფლაგმანო პროექტების ამოქმედება. გეგმის ფარგლებში, ჩვენ უკვე მოვახდინეთ 1,8 მილიარდი ევროს მობილიზება. ეს გეგმა მოიცავს შავი ზღვის გავლით ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარებას, ასევე 20 მილიონი ევროს საინვესტიციო გრანტის გამოყოფას ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელისთვის. ორივე პროექტი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის კავშირების გასაძლიერებლად. მე ასევე მოხარული ვარ, რომ უკვე დავეხმარეთ 65 000-ზე მეტ ქართულ მცირე და საშუალო საწარმოს, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს უფრო მეტი სარგებელი მიიღონ ევროკავშირთან გაფორმებული ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით“, - განაცხადა ევროკომისარმა.

მისი თქმით, რეფორმების მტკიცე კურსის გაგრძელებით, საქართველო კიდევ უფრო მეტად ისარგებლებს იმ ეკონომიკური შესაძლებლობებით, რომლებსაც მას ევროკავშირი სთავაზობს. თუმცა, როგორც ევროკომისარმა ხაზგასმით აღნიშნა, ევროკავშირი ბევრად მეტია, ვიდრე წარმატებული ეკონომიკური პარტნიორობა. ის ასევე წარმოადგენს მშვიდობის პროექტს, რომელიც იცავს დემოკრატიასა და თავისუფლებას. „გვწამს, რომ თქვენ საკუთარ წვლილს შეიტანთ ამ პროექტში და იქნებით მისი ნაწილი“ - აღნიშნა ოლივერ ვარჰეიმ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები