მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ჩვენ უნდა ავწიოთ რეგიონების ეკონომიკა მსხვილ პროექტებამდე"

5b631965b5857
თელარა გელანტია
02.08.18 18:46
931
„ჩვენ არ ვაპირებთ ვუკარნახოთ ვინმეს, სად წავიდნენ, ყველა უნდა წავიდეს იქ, სადაც უნდა“, - ასე უპასუხა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ ჟურნალისტის კითხვას, აგროპოლისების კონცეფციაზე საუბარი ხომ არ მოიცავს სოფლებში ადამიანების ე.წ. დამაგრების ტაქტიკას.

მინისტრის თქმით, არანაირ დამაგრებაზე საუბარი არ არის და კონცეფცია ამას არ გულისხმობს.

"აგროპოლისების ტერმინი მე გამოვიყენე იმ კონცეფციის აღწერის ერთ-ერთ მაგალითად, რომელიც გვაქვს. გარდა იმისა, რომ ხელი უნდა შევუწყოთ საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას, ჩვენ უნდა ავწიოთ რეგიონების ეკონომიკა მსხვილ პროექტებამდე. დღეს მსოფლიო სოფლის მეურნეობის ინდუსტრიაში საჭიროა პროექტების დიდი მასშტაბი და ეს პროექტები უნდა იყოს კონკურენტუნარიანი მსოფლიო ბაზრებზე. ამიტომაც იყო დასახელებული აგროპოლისი, როგორც ერთ-ერთი მაგალითი. როცა მოდის ინვესტორი მცირე ქალაქის ტიპის კომპლექსში, სადაც აკეთებს გადამუშავებას, შენახვას და ლოგისტიკას, მას აქვს წვდომა საერთაშორისო ბაზარზე და ეს ყველაფერი აღწევს მასშტაბს. სწორედ ამაზე ვსაუბრობდით", - განაცხადა ქობულიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები