მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ვართ ღია ყველასთვის, ვინც არის ბიზნესზე ორიენტირებული"

5bfb93721288d
BM.GE
26.11.18 10:31
606
ბოლო 6 თვეში, ლარი დოლარის მიმართ 9%-ით გაუფასურდა. გიორგი ქობულია მინისტრად ივლისში დაინიშნა, მას შემდეგ რაც ქვეყნის მაშინდელი პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, მიზეზად კი ეკონომიკური რეფორმების კუთხით, მმართველ პარტიასთან შეუთანხმებლობა დასახელდა, - ინტერვიუს ეკონომიკის მინისტრთან Bloomberg აქვეყნებს.

გიორგი ქობულიას განცხადებით, სექტორული რეფორმები, მათ შორის სატრანსპორტო სფეროში და სამუშაო ძალის უნარების გაუმჯობესება ქვეყანაში მეტ ინვესტიციებს მოიზიდავს.

„ჩვენ უნდა შევქმნათ ბევრად ძლიერი ლოგისტიკური სისტემა, ვიდრე დღეს გვაქვს. საქართველო უნდა გახდეს სავაჭრო ჰაბი ევროპისთვის, ცენტრალური აზიისა და ჩინეთისთვის. ჩვენ ვართ ღია ყველასთვის, ვინც არის ბიზნესზე ორიენტირებული და კვალიფიციური“, - ამბობს მინისტრი.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები