„ჩვენ ვართ ადამიანები, ჩვენ ვართ კაცები და შემდეგ პოლიტიკოსები“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
„ მინდა მადლობა ვუთხრა ყველას ვინც გაგებით მოეკიდა შს მინისტრის განცხადებას. ჩვენს და ახალგაზრდებს შორის არასდროს ყოფილა კედელი და ამ კედელს ვერასდროს ვერავინ აღმართავს. ჩვენ დავიწყებთ მუშაობას და გვაქვს მზაობა რომ პრობლემები, რომელიც ამ მიმართულებით გვაქვს გადაიჭრას. დიდი იმედი მაქვს რომ ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მათ ბოდიში მოუხადა. მინისტრსა და აქციის ორგანიზატორებს შორის მოლაპარაკებები ხვალ დილის 10 საათზე განახლდება.

























