,,ჩვენ ვართ კარიბჭე 8 ქვეყნისთვის, რომლებსაც არ აქვთ ზღვაზე გასასვლელი და ეს არის დიდი პოტენციალი და ამავე დროს დიდი პასუხისმგებლობაც“, - ამის შესახებ პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკონომიკური კონფერენციაზე - „საქართველო და მსოფლიო 2019 წელს“, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამისათვის გაზარდა ბოლო წლებში სახელმწიფომ დაფინანსება ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
,,ეს არის მიზეზი თუ რატომ ვართ მოწადინებულები, რომ მოკლე დროში გვქონდეს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გვქონდეს ღრმაწყლოვანი პორტი“, - აღნიშნა ბახტაძემ და დასძინა, რომ სახელმწიფოსთვის ასევე მნიშვნელოვანია რეგიონალური პროექტები, რომლებიც მიმდინარეობს და რომლებიც სამომავლოდ იგეგმება, პარტიორ ქვეყნებთან ერთად.
,,ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც მოვისმინე მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე არის ის რომ, საქართველოს აქვს ყველა წინაპირობა, გავხდეთ ეკონომიკური ცენტრი მთელი რეგიონისთვის“, - განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა, თუმცა, ხედვები და ნაბიჯები ამ პოტენციალის გამოყენების ყოველთვის იყო ფრაგმენტული.
„მე ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენ შევძელით ეს ყველაფერი მოგვექცია ერთიანი სტრატეგიის ქვეშ“, - განაცხადა ბახტაძემ.

























