„ჩვენ ვერ ვითვისებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძალიან მნიშვნელოვან პოტენციალს“, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ, ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსთან“ შეხვედრაზე განაცხადა.
„30%-ით არის გაზრდილი ექსპორტი, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ჩვენ ვერ ვითვისებთ თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ძალიან მნიშვნელვან პოტენციალს, შესაბამისად ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელზე ფოკუსირებული იქნება ჩვენი ძალისხმევა. ვფიქრობ, რომ მიუხედავად იმისა, რომ არსებობს გარკვეული სკეპტიკური შეხედულებები, ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ ჩვენი კონკურენტნარიანობა სოფლის მეურნეობის სექტორში გავზარდოთ და გავზარდით სოფლად მცხოვრები მოსახლეობის შემოსავალი“-აცხადებს ბახტაძე.

























