მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენ ვიქნებით ის მთავრობა, ვინც კოოპერატივებით დაზარალებულებს პრობლემას მოუგვარებს"

5c10c3606f969
თათია ჩაფიჩაძე
12.12.18 12:12
780
კოოპერატიული ბინათშენებლობით დაზარალებულთა საკითხით ამ დრომდე ბიზნესი არ დაინტერესებულა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღევანდელ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

კალაძე დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესის წარმომადგენლებს ახალ მიდგომებს სთავაზობს და მათ დაინტერესებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

„ჩვენ ვიქნებით ქალაქის ის მთავრობა, ვინც ამ ადამიანებს ამ პრობლემას მოუგვარებს და მოხდება მათი ბინებით უზრუნველყოფა. შევარჩიეთ კონკრეტული მიწები და არეალები, სადაც შესაძლებელი იყო მშენებლობების განხორციელება, თუმცა სამწუხაროდ, არ აღმოჩნდა არცერთი დაინტერესებული კომპანია. მე მესმის, ყველას აქვს თავისი ინდივიდუალური ბიზნეს-მოდელი, თუმცა შევცვალეთ მიდგომა და ბევრი დეველოპერული და სამშენებლო ბიზნესია დაინტერესებული ამ პროექტებით.

კიდევ ერთხელ მინდა მივმართო სამშენებლო სექტორს, წარმოადგინონ კონკრეტული წინადადებები და როდესაც ისინი მოიტანენ ამ წინადადებებს, გვინდა განვათავსოთ მერიის ვებ-გვერდზე, სადაც დაინტერესებულ პირებს და კომპანიებს ექნებათ საშუალება, ნახონ; გამარჯვებულად კი ჩაითვლება ის, ვინც მეტი ბინის ფართს შესთავაზებს მერიას, რათა უფრო მეტი ადამიანი დაკმაყოფილდეს.

იმედი მაქვს დაინტერესება იქნება მაღალი. იმ პირობებით რაც აქამდე გვქონდა ინტერესი არ გამოიხატა და ორჯერ ჩავარდა, თუმცა ამ მიდგომებით იმედია პროექტები განხორციელდება“, - განაცხადა კალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები