“ჩვენ ვთვლით რომ ლარი იქნება აბსოლუტურად სტაბილური”- ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ეკონომიკის მინსიტრმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, ეროვნული ვალუტა წლის ბოლოსკენ უფრო მეტ სტაბილურობას. ქობულია ვარუდობს იმასაც, რომ ეკონომიკა მომდევნო ორი თვის განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიხრდება. ეკონომიკის მინისტრმა ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ მათი სტრატეგია არის მართებული.
“ჩვენ ვთვლით რომ დღეს ჩვენი ეკონომიკის მდგომარეობა არის ძალიან კარგი, ექსპოტი იზრდება. ჩვენი ეკონომიკა გაიზარდა სექტემბერში 5,6%-ით, ეს ყველაფერი აუცილებლად აისახება ლარის კურსზე. ჩვენ ვთვლით რომ ლარი იქნება აბსოლიტურად სტაბილური, კიდევ უფრო მეტ სტაბილურობას დაუბრუნდება უკვე წლის ბოლოსკენ.ვვარაუდობთ, რომ ეკონომიკა კიდევ უფრო გაძლიერდება და ზრდა იქნება კიდევ უფრო ძლიერი მომავალი ორი თვის განმავლობაში. ამიტომ ჩვენ ძალიან კომფორტულად ვგრძნობთ თავს ამასთან დაკავშირებით. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიარეთ ეროვნული ბანკის სტრატეგია ჩვენს კოლეგებთან ერთად და ვთვლით, რომ ის სტრატეგია, რომელსაც ისინი აწარმოებენ მონეტარული თვალსაზრისით, არის აბსოლიტურად საღი და მართებული.”- აცხადებს ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია.