მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ჩვენი ამოცანაა, საქართველო ვაქციოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად - ნათია თურნავა

5d714525924b7
BM.GE
05.09.19 21:25
598
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატის, ნათია თურნავას განცხადებით, სამინისტროში შემუშავდა სატრანსპორტო ლოგისტიკური პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზეა გაკეთებული. აღნიშნული განცხადება ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე გააკეთა.


„ვფიქრობთ, შემოვიტანოთ სათანადო სტანდარტები ლოგისტიკური მომსახურებისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო ვაქციოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად, რაც მოიცავს მთელი რიგი მიმართულების, მათ შორის, საბითუმო ვაჭრობის ცენტრის, სასაწყობო ჰაბის განვითარებას, რათა ქვეყანამ მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც მოყვება სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას," - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები