მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ამოცანაა დაავადებათა ადრეული გამოვლენის პროგრამის არეალი მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს - კობახიძე

ჯანდაცვა

"ოცნების" პრემიერის შეფასებით, „დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა წარმატებით ხორციელდება, თუმცა სახელმწიფოს მისი მოცვის არეალის გაზრდას გეგმავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვებზე პასუხისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც ჯანდაცვის სფეროში ხორციელდება.

„ამაზე აქტიურად ვიმუშავებთ. ჩვენი ამოცანაა, რომ მინიმუმ 4-ჯერ გაიზარდოს დაფარვის არეალი, რეალური სტატისტიკა. ამაზე ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან აქტიურად იმუშავებს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები