მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ - ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ვახტანგ ცინცაძე

ჩვენი ამოცანაა, ეკონომიკური ზრდის კუთხით ლიდერობა მომდევნო წლებშიც შევინარჩუნოთ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ ივლისის ეკონომიკური ზრდის შეფასებისას განაცხადა.

მისი განცხადებით, ივლისის თვეში საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 8% შეადგინა, ხოლო იანვარ-ივლისის საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა.

„ეკონომიკური ზრდა არის საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა დამმუშავებელმა მრეწველობამ, ინფორმაციისა და კომუნიკაციების, ტრანსპორტისა და დასაწყობების, ენერგეტიკის და სხვა სექტორებმა. ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი იყო ასევე საგარეო ვაჭრობის კუთხით დაფიქსირებული პოზიტიური ტენდენციები. როგორც ექსპორტის, ასევე ადგილობრივი ექსპორტის მიმართულებით რეკორდული მაჩვენებლები გაგვაჩნია. აღსანიშნავია, რომ პირველი შვიდი თვის მაჩვენებლებით საქართველო ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით გლობალურად ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა და ჩვენი ამოცანაა, რომ ეკონომიკური ზრდის კუთხით შევინარჩუნოთ ლიდერობა მომდევნო წლებშიც“, - აცხადებს ვახტანგ ცინცაძე.

მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს მთავრობას საკმაოდ ამბიციური გეგმები გააჩნია და ერთი მხრივ, ხორციელდება ეკონომიკური რეფორმები, რომელიც საბოლოო ჯამში პროდუქტიულობის ამაღლებაზეა ორიენტირებული, მეორე მხრივ დაჩქარების ფაზაშია გადასული ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, რაც საბოლოო ჯამში ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებელი ეფექტის მქონეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები