მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი არჩევანი ევროპაა!“ - თსუ-ს რექტორი

640898ee20a49
ვიქტორია მღებრიშვილი
08.03.23 18:19
1686
ჩვენი არჩევანი ევროპაა! - წერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია Facebook-ის პირად გვერდზე.

მისი განმარტებით, ქვეყნის საგარეო პოლიტიკის უპირველესი პრიორიტეტი ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობაა და საქართველოს ადგილი ევროპაშია.

„ჩვენი არჩევანი ევროპაა!

საქართველოს სწრაფვა ევროპისკენ, ქართული სახელმწიფოს მიერ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული საგარეო-პოლიტიკური კურსის კანონზომიერი გაგრძელებაა.

შუა საუკუნეებში დასავლური ცივილიზაცია ქრისტიანულ სამყაროსთან ასოცირდებოდა. რელიგიურმა ფაქტორმა მართლაც დიდი როლი ითამაშა ევროპის, როგორც ერთიანი გეოკულტურული სივრცის ფორმირებაში. ქართველების სწრაფვა ევროპისკენ სწორედ ამით იყო განპირობებული, რადგან ჩვენ ამ სივრცეში ვეძებდით ეროვნული უსაფრთხოების გარანტიებს.

საერთო ევროპულ ოჯახში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციის პერსპექტივა 1918-1921 წლებშიც არსებობდა. საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის უპირველეს პრიორიტეტს ევროპულ ქვეყნებთან და სტრუქტურებთან თანამშრომლობა წარმოადგენდა.

ისტორიულად და დღევანდელ რეალობაშიც საქართველო ევროპის განუყოფელი ნაწილია!
საქართველოს ადგილი ევროპულ ოჯახშია!

შინ ევროპისკენ!“ - წერს ჯაბა სამუშია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები