"ჩვენი აზრი იყო ლარში მომხდარიყო დეპოზიტების დაზღვევა, რომ ლარიზაციას შეწყობოდა ხელი", - აცხადებს "თი ბი სი" ბანკის გენერალური დირექტორი დეპოზიტების სავალდებულო დაზღვევის სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით "ბიზნესკონტრაქტის" კითხვაზე საპასუხოდ. როგორც ვახტანგ ბუცხრიკიძე განმარტავს, აღნიშნულთან დაკავშირებით მათ ჰქონდათ შენიშვნები, რაც ემთხვევა ასევე საბანკო ასოციაციის პოზიციას.
"ჩვენ ვთვლიდით, რომ 2018 წელი ნაადრევი იყო. ჩვენ ვთვლიდით, რომ შეიძლებოდა ყოფილიყო ეროვნულ ბანკში და არ ყოფილიყო დამოუკიდებელი სააგენტო, რაც დამატებით ბიუროკრატიულ ხარჯებს გამოიწვევს, მაგრამ სამწუხაროდ, ვერ მოხდა ამის შეჯერება. ჩვენი ერთ-ერთი მოსაზრება იყო, რომ ლარში მომხდარიყო დეპოზიტების დაზღვევა, რომ ლარიზაციას ხელი შეწყობოდა", - აცხადებს ვახტანგ ბუცხრიკიძე.

























