მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ჭკუით და გონიერებით უნდა აღვადგინოთ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა  - პრემიერი

ღარიბა

ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ და აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან შინდისში განაცხადა, სადაც შინდისის ბრძოლის 15 წლისთავთან დაკავშირებით იმყოფება.

„დღეს პატივს მივაგებთ ჩვენს გამორჩეულ და სახელოვან შინდისის გმირებს. 15 წელი გავიდა მათი გმირული დაღუპვიდან. მათ შესწირეს ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს და დაგვიტოვეს უზარმაზარი გმირობისა და თავგანწირვის მაგალითები და ისტორიები, რომლებზეც უნდა გაიზარდოს ჩვენი მომავალი თაობა.

კიდევ ერთხელ ქედს ვიხრი მათი ნათელი ხსოვნის წინაშე და მათ ოჯახებს მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო ასეთი გმირების გაზრდისთვის.

რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა. დღეს ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი დროებით ოკუპირებულია, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, ჩვენი გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა. ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. კიდევ ერთხელ, დიდება ჩვენს გმირებს და ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები