მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი დონის მოთამაშე ერს სხვა პასუხისმგებლობა აქვს“ - რაგბის კავშირი

635832b35ad53
ალა ისპირიანი
25.10.22 23:00
730
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის ემზადება. ორ შეხვედრას ბორჯღალოსნები საქართველოში და ერთსაც უელსში გამართავენ. სამივე მეტოქე 2023 წლის მსოფლიო თასის მონაწილეა და გულშემატკივარს საინტერესო ნოემბერი ელის. რაგბი საქართველოში ძალიან პოპულარული სპორტია. იტალიის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მიმართ ინტერესი, არამარტო ქვეყნის შიგნით, მსოფლიოს მასშტაბითაც კიდევ უფრო გაიზარდა. განვითარებისთვის კი აუცილებელია ფინანსები, რომლის მოზიდვასაც კარგი შედეგების გარდა, კარგი მარკეტინგული ღონისძიებები სჭირდება.

საქართველოს რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლოზ ალავიძემ, სპორტში შემოსავლის ძირითად გზებზე და იმ სტანდარტებზე ისაუბრა, რომელსაც ისეთი ნაკრები უნდა აკმაყოფილებდეს, როგორიც საქართველოს რაგბის ნაკრებია.

მან გადაცემა „ საქმის კურსში“ თქვა, რომ სტანდარტებს შორის ნაკრების შრომის ფასი და პასუხისმგებლიანი პარტნიორობაა.

„ერთ წლის წინ საერთაშორისო ბროკერი და კონსულტანტი ავიყვანეთ ლონდონში და დაახლოებით 6 თვის წინ ლონდონში მსოფლიო რაგბმა შესაბამისი აუდიტი მოავლინა, რომელიც სპორტულ და სარაგბო მარკეტინგშია ჩართული. მან შეისწავლა ჩვენი მიმდინარე რეფორმები და არსებული მდგომარეობა. მსოფლიო რაგბს კონსერვატიული მიდგომა აქვს და ცდილობენ ეს პოლიტიკა რაგბზე განვითარდეს, ქედან გამომდინარე არის რაღაცა თამასა, რომლის დაბლაც მსოფლიო რაგბი ჩვენი დონის მოთამაშე ერს, (მე-13 ადგილზე ვართ ახლა რეიტინგით), სხვა პასუხისმგებლობა აქვს.

გარკვეული ვალდებულებები გვაქვს, რომლის დაბლაც არ შეგვიძლია ჩავიდეთ. არის სატანდარტი, მათ შორის მარკეტინგული, რომელსაც უნდა ვაკმაყოფილებდეთ. მაგალითად, რა ფასებში უნდა ვიმუშაოთ, როგორ უნდა ვიყოთ წარმოდგენილი, როგორი პასუხისმგებლიანი პარტნიორი უნდა გყავდეს და ა.შ“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ რაგბის კავშირი აღნიშნულ ტრენდს მიყვება.

მან ასევე სპორტში შემოსავლის ძირითად წყაროებზე ისაუბრა, რაც თანმიმდევრულად და ზედმიწევნით უნდა იქნას შესრულებული.

„სპორტში 5 ძირითადი შემოსავლის წყაროა. პირველია, ბილეთების გაყიდვა და თუ მის გაყიდვას სწორად და კარგად ახერხებ, რაც შენს საოპერაციო მზაობაზე და ეფექტიანობაზეა დამოკიდებული, მას სატელევიზიო ტრანსლაცია და უფლებების გაყიდვა მოჰყვება. ეს ორი კომპონენტი კი იმაზე მუშაობა, რომ სწორი სპონსორი მოიზიდო, რომელიც მსოფლიო რაგბის მოთხოვნების ჩარჩოში ჯდება. ამას მოჰყვება მერჩენდაიზინგი, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი კომპონენტი მას ავსებს და მოთხოვნას ზრდის. მეხუთეა სპეციალური ღონისძიებებია, სადაც არის სპორტსმენების ჩართულობა და სხვა", - ამბობს ნიკოლოზ ალავიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები