მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი სავაჭრო დეფიციტია"

5bd166b58182c
BM.GE
25.10.18 10:45
1197
პრემიერი ავტოპარკის ელექტრომობილებით ჩანაცვლებით, სავაჭრო დეფიციტის შემცირებას ელოდება. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, საქართველოში იმპორტის უდიდესი წილი საწვავზე მოდის, ელექტრომობილებზე გადასვლით, კი მისი თქმით ეს მაჩვენებელი შემცირდება.

„რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებას გავაცანით მწვანე პოლიტიკის ფარგლებში მომზადებული პროექტი, რომელიც დარწმუნებული ვარ ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენს ეკონომიკურ პოლიტიკაში. ელექტრობილებით ჩანაცვლდება ჩვენი ავტოპარკი და ეს უზრუნველყოფს არსებულ გამოწვევებზე გამკლავებს და განამტკიცებს ეკონომიკის მდგრადობას.

ჩვენი ეკონომიკის აქილევსის ქუსლი ძალიან მწვავე სავაჭრო დეფიციტია. სამჯერ მეტი იმპორტი გვაქვს, ვიდრე ექსპორტი. იმპორტის ყველაზე დიდი რაოდენობა მოდის საწვავზე და ელექტრომობილებით ჩვენ შევძლებთ ბევრი სიკეთის მოტანას.

ამით მნიშვნელოვნად შემცირდება სავაჭრო დეფიციტი“, - ამბობს პრემიერი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები