„ჩვენი ეკონომიკური განვითარების ფილოსოფია ეფუძნება არამარტო ეკონომიკურ ზრდას, არამედ ეკონომიკური შემოსავლების თანაბარ განაწილებას მოსახლეობაში“, - ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა გიორგი ქობულიამ განაცხადა. მისი თქმით, ეს არის ერთადერთი მიდოგმა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობა ამაღლდეს.
ამასთან, ქობულია ამბობს, რომ დიდი ყურადღება დაეთმობა ეკონომიკაში სოფლის და რაიონის განვითარებას, რადგან იქ სიღარიბის დონე გაცილებით მაღალია.
„ დიდი ყურადღება დაეთმობა ინსდუსტრიალიზაციას და ტექნოლოგიებზე დამყარებულ ზრდას. ეს ყველაფერი მოითხოვს სერიოზულ ინვესტიციას განათლებაში და ხალხის უნარ-ჩვევების განვითარებას. ამის გარდა, აუცილებლად უნდა დავუთმოთ ყურადღება აღსრულების დისციპლინას. დავნერგავთ ინსტრუმენტებს, რათა ის რასაც დავგეგმავთ იყოს შესრულებული. ბოლო 18 წელი საერთაშორისო კომპანიაში ვმუშაობდი, მე პირადად ვუწევდი კონსულტაციას ლიდერ კომპანიებს პრობლემების გადაჭრაში. ვთვლი, რომ ეს გამოცდილება გამოადგება საქართველოს და მზად ვარ ეს გამოცდილება მოვიტანო ქვეყანაში“, - ამბობს ქობულია.

























