მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი გეგმაა, საქართველოს ყველა მსხვილ კომპანიაში ხმოვანი ასისტენტი დავნერგოთ - "CALEN AI "

637e2dddb40d7
მარიამ იზორია
23.11.22 19:35
591
CALEN AI ჭკვიანი ხმოვანი და ჩათის AI ასისტენტია, რომელიც ხშირად დასმულ კითხვებზე სცემს პასუხს და შეხვედრებს ზუსტად ისევე ჯავშნის, როგორც მაღალანაზღაურებადი თანამშრომელი.

AI 24 საათის განმავლობაში მუშაობს და ერთდროულად 50 000-მდე საუბრის მართვა ინგლისურად და ქართულად შეუძლია. პირველი ქართული ხმოვანი ასისტენტი ბიზნესებს მომხმარებელთან კომუნიკაციას უმარტივებს.

CALEN AI-ის დამფუძნებელი ირაკლი ბესელიძე გადაცემა „საქმიან დილაში“ საქართველოს ბაზარზე სტარტაპის ოპერირებას აფასებს. მისი თქმით, პირველი ქართული კომპანია, რომელსაც ხმოვანი ასისტენტი ყავს „Space cargo”-ა.

ირაკლი ბესელიძის განმარტებით, სტარტაპი მომდევნო წელს AI ასისტენტის ყველა მსხვილ კომპანიაში დანერგვას გეგმავს.

„ჩვენი ხმოვანი ასისტენტი საქართველოს ბაზარს მაქსიმალურად ერგება. ერთი, როცა მომხმარებელს არ პასუხობენ ის მის გაღიზიანებას იწვევს და ეს შემდგომი საუბრის ხარისხზეც აისახება. ხმოვანი ასისტენტის დახმარებით კი ამის თავიდან აცილება ხდება. მეორე - საქართველოში ოპერატორების დატრენინგება ცალკე პრობლემაა, CALEN AI კი ამ პრობლემასაც ჭრის.

ჩვენი გეგმა საქართველოში CALEN AI-ს ყველა მსხვილ კომპანიაში დანერგვაა. ასე რუტინული საუბრების ავტომატიზაციას მოვახდენთ და მომხმარებელთან კომუნიკაციის ხარისხსაც გავზრდით“ - აღნიშნავს CALEN AI-ის დამფუძნებელი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები