მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე - "საქართველოს ბანკი"

საქბანკი

"საქართველოს ბანკის" განცხადებით, გუშინდელ აქციაზე ბანკის გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე დააკავეს.

ბანკის ინფორმაციით, ადვოკატები ყველაფერს აკეთებენ მისი მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისთვის.

"ჩვენი გუნდის წევრი, ვაკო ალავიძე, დააკავეს გუშინდელ აქციაზე.

საქართველოს ბანკის ადვოკატები მასთან ადგილზე არიან და ყველაფერს აკეთებენ მისი უფლებების დასაცავად და მაქსიმალურად სწრაფად გათავისუფლებისათვის.

ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა აქციის მონაწილეებზე! საქართველოს ბანკისათვის ევროინტეგრაციისკენ გზას ალტერნატივა არ აქვს!",- აცხადებენ "საქართველოს ბანკში".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები