მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების ღვაწლი - პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ვეტერანების ღვაწლი დააფასოს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მე მინდა ჩვენი მთავრობის სახელით  მადლობა გადავუხადო ჩვენს ვეტერანებს, ყველა ვეტერანს ვინც გაიღო სისხლი ჩვენი ქვეყნისთვის, ვინც იცავდა, ემსახურებოდა და ემსახურება დღესაც ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენს ქვეყანას. იცით, რომ  ჩვენი მთავრობა, ჩვენი ხელისუფლება მაქსიმუმს აკეთებს იმისთვის, რომ დავაფასოთ ჩვენი ვეტერანების ღვაწლი, სამსახური, მათ მიერ გაწეული ურთულესი ღვაწლი, მე ასე ვიტყოდი. ჩვენ ბოლო 11 წლის განმავლობაში არაერთი მნიშვნელოვანი სიახლე შევთავაზეთ ვეტერანებს, ძალიან მნიშვნელოვანი საქმეები გადავუწყვიტეთ მათ, რამდენიმე შემიძლია გავიხსენო და ჩამოვთვალო: იცით, რომ დაახლოებით 10 წლის წინ ვეტერანებისთვის არ არსებობდა საყოველთაო დაზღვევის თუნდაც მინიმალური პაკეტიც კი. ჩვენ დღეს შეიძლება ამაყად ვთქვათ, რომ  სახელმწიფო, მთავრობა 125 მილიონ ლარს ხარჯავს იმისთვის, რომ ყველა ვეტერანის დაზღვევა იყოს დაფინანსებული მთავრობის მიერ. ამას გარდა, დაახლოებით 40 მილიონი ლარი იხარჯება ომში მონაწილე ვეტერანების ყოველთვიურ კომპენსაციაზე, დაახლოებით 25 მილიონი ლარი იხარჯება სხვადასხვა სერვისებისთვის. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, იცით, რომ ომში დაღუპული ჩვენი გმირების ოჯახებს ყოველთვიური 1000-ლარიანი კომპენსაცია დაენიშნათ.

მე არ ვამბობ, რომ ეს დიდი დახმარებაა, ეს არის სიმბოლური გამოხატულება ჩვენი მთავრობის მხრიდან, რომ მათ მიეცეთ ყოველთვიური დანამატი, კომპენსაცია. მე არ მინდა ჩამოვთვალო და ეს ჩამონათვალი საკმაოდ გრძელია, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ამით მთავრობა კი არ ამაყობს, მე ამით ხაზგასმა მინდა გავაკეთო იმის, რომ ეს არის ჩვენი ვალი, ჩვენი მოვალეობა, რომ მაქსიმუმი გავუკეთოთ ჩვენს ვეტერანებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები