მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ჩვენი კლიენტი კლინიკებისთვის სასწავლო ტურის ორგანიზებას ვცდილობთ“ - Kaizen Institute Georgia

645e11b360a8c
ნანუკა ნარიმანიძე
12.05.23 22:34
524
„Lean” მენეჯმენტის დანერგვის საკონსულტაციო კომპანია Kaizen Institute Georgia იაპონიაში სასწავლო ტურს გეგმავს იმ კლიენტი კომპანიებისთვის, რომლებიც აკრედიტაციის მიღებაზე მუშაობენ - ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა და TEMOS-ის რეგიონული წარმომადგენლობის დირექტორმა ლალი ყიფშიძემ გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას ისაუბრა.

„ჩვენ გვაქვს ძალია კარგი კონტაქტები იაპონელ წარმომადგენლებთან, სწორედ ამიტომ, ვცდილობთ სასწავლო ტურის ორგანიზებას ჩვენი კლიენტი კლინიკებისთვის, რათა ჩავიდნენ და ნახონ კაიზენის დადებითი მხარეები“, - დასძინა მან.

გარდა ამისა, ლალი ყიფშიძე აღნიშნავს, რომ TEMOS-ის აკრედიტაციის გავლას 6-დან 12 თვემდე სჭირდება.

„ჩვენ ვართ TEMOS-ის წარმომადგენლები რადგან სწორედ კაიზენის მიდგომებია საჭირო ამ ჯანდაცვის სტანდარტის მისაღებად, მზად ვართ მოვემსახუროთ კლინიკებს, გვაქვს უფასო ონლაინ რეგისტრაცია, რეგისტრაციის შემდეგ კომპანიებს შესაძლებლობა ექნებათ ნახონ 3 წლიანი აკრედიტაციის თანხა, საავანსო თანხის გადახდის შემდეგ იხსნება კლინიკის პროფილი და იწერება პროცესი, ჩვენს პაკეტში შედის სრული მიდევნებისა და მხარდაჭერის კომპონენტი, თუ შიდა კადრები კარგად არიან მობილიზებულები და აქამდე უმუშავიათ ISOS სერტიფიცირებაზე, მათ უფრო გაუმარტივდებათ ამ მიდგომების დანერგვა. თუ არ უმუშავიათ, მათ სჭირდება გუნდებად ჩამოყალიბება და მუშაობა, ეს არ არის მარტივი საქმე, თუმცა 12 თვე მისაღწევი პერიოდია“, - ამბობს ის.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა ვალდებული იქნება მსოფლიოში მოქმედი სტანდარტები დააკმაყოფილოს და საერთაშორისო აკრედიტაციის ორგანოს აღიარება მოიპოვოს. ვადაც განსაზღვრულია და პირობების დაკმაყოფილებისთვის კლინიკებს 2025 წლის პირველ იანვრამდე აქვთ ვადა. ამ წლის ბოლომდე კლინიკას რომელიმე აკრედიტორთან უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება გაფორმებული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები